პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველომ საზღვარი არ უნდა ჩაუკეტოს,საჭიროა გონიერი და არა ემოციური დამოკიდებულება

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის მოქალაქეებს საქართველომ საზღვარი არ უნდა ჩაუკეტოს,საჭიროა გონიერი და არა ემოციური დამოკიდებულება

რუსეთის მოქალაქეებს საქართველომ საზღვარი არ უნდა ჩაუკეტოს, ადამიანები გაურბიან ავტორიტარულ რეჟიმს, ომში მონაწილეობას გაურბიან_ ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. მსი თქმით საჭიროა გონიერი და არა ემოციური დამოკიდებულება .

„საზღვარი არ უნდა ჩავკეტოთ. ადამიანები გაურბიან ავტორიტარულ რეჟიმს, ომში მონაწილეობას გაურბიან. ჩვენც უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენც ვიყავით ასეთ მდგომარეობაში. თუ გვინდა, რომ ვიყოთ ყურადღების ქვეშ, მაშინ უნდა გავუწიოთ მხარდაჭერა ადამიანებს, აქ არ არის ლაპარაკი სახელმწიფოზე. ეს ადამიანები თუკი ამ დრომდე დარჩნენ რუსეთში, პუტინის მომხრეები იყვნენ, მაგრამ საერთაშორისო სამართალში არ წერია, რომ გაჭირვებას გაქცეულ ადამიანს უნდა ეკითხებოდე პოლიტიკურ მოსაზრებებს, ეს არის უზნეობაც კი. ერთმანეთისგან უნდა გავყოთ სახელმწიფო, სახელმწიფო მანქანა და კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ტანკში არ უნდათ ჯდომა – ამას ჰქვია ჰუმანიტარული სამართალი. როგორც წესი ეს ადამიანები მოდიან ფულით და არ ჩანს, რომ პრობლემები შეგვიქმნეს. თუ ჩვენ გვქვია ცივილიზაციის ნაწილი, 21- ე საუკუნის ევროპა, მაშინ კეთილი ვინებოთ და მოვიქცეთ ევროპულად.

ჩვენ რომ არ შემოვუსვათ ეს ადამიანები შურს ვიძიებთ? შურის ძიება ეს ნორმალური ფორმაა?! ეს არ არის სახელმწიფოს პოლიტიკა, სახელმწიფო ასე არ უნდა მოქმედებდეს”,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.