ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ- შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შეძლეს. ევროკომისიის და აშშ- პრეზიდენტები ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ, სადაც ტრამპი 5-დღიანი ვიზიტით იმყოფება.

შეთანხმების თანახმად, ამერიკული ტარიფი ევროპულ საქონელზე 15%- შეადგენს და არა 30%-, როგორც ეს ტრამპს მანამდე ჰქონდა გაცხადებული. თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის. ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს პარალელურად კი დამატებით, ევროპა ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.

შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს ყველასთვის კარგი შეთანხმებაა“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ. ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა შეთანხმება ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც სტაბილურობას მოუტანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ქვეყნისთვის ტარიფების ზრდის შესახებ აპრილის დასაწყისში განაცხადა. მან პარტნიორებს აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის და ახალი სავაჭრო შეთანხმებების ხელმოსაწერად 3 თვე მისცა, თუმცა შემდეგ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

Aburjga Tasmanieli არა რა, არა!!! ამ გადაგვარებულებს, ამ გონებაგამრუდებულებს, ზნეობრივად დაცემულებს მხოლოდ სამარე გაასწორებს!
3 საათის უკან