„გორბის“ კვლევა: კითხვაზე, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არ იმსახურებს ხელახლა არჩევას, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, რომ იმსახურებს

„გორბის“ კვლევა: კითხვაზე, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არ იმსახურებს ხელახლა არჩევას, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა უპასუხა, რომ იმსახურებს

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არ იმსახურებს ხელახლა არჩევას, - გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ იმსახურებს ხელახლა არჩევას.

37%-მა განაცხადა, რომ არ იმსახურებს, ხოლო 3%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე.

ტელეკომპანია იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.