გიორგი ამილახვარი: მიხეილ სააკაშვილის სიტყვას რა პოლიტიკური ფასი აქვს, ეს არაერთხელ გვინახავს

გიორგი ამილახვარი: მიხეილ სააკაშვილის სიტყვას რა პოლიტიკური ფასი აქვს, ეს არაერთხელ გვინახავს

მიხეილ სააკაშვილის სიტყვას როგორ შეიძლება ენდოს ადამიანი და რა პოლიტიკური ფასი აქვს, ეს არაერთხელ გვინახავს. ამას რომ თავი დავანებოთ, მისი ერთადერთი განცხადების შემდეგ, რომ ის დისტანცირდება და ვეღარ ხედავს თავს ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ის პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც ახლა ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანებია.

„იქ პირდაპირ კლანებია, მისი კლანი, მელიას კლანი, კეზერაშვილს ცალკე ხალხი ჰყავს. ახლა ესენი ერთმანეთს ხოცავენ, რომ როგორმე პარტიის სტრუქტურები ხელში ჩაიგდონ. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს ადამიანები ერთ სივრცეში, ერთ პარტიაში ვერ აღმოჩნდებიან და დაშლისთვის არიან განწირული. როდესაც მათი ამომრჩეველიც კი, არათუ ნეიტრალური საზოგადოება ამას უყურებს, ბუნებრივია, ვერ გაგიჩნდება ამ ძალისადმი ინტერესი, რომ მათ მისცე ხმა შემდეგ არჩევნებზე.როდესაც 9 წელიწადი იყავი ხელისუფლებაში და დამართვე ქვეყანას ის, რაც დამართე, ამის შემდგომ 10 წელია ხარ ოპოზიციაში და დაკავებული ხარ არა ხელისუფლებასთან მათ შორის კრიტიკული ოპონირებით, თუნდაც მწვავე, არამედ იმით, როგორ გამოიწვიო აღშფოთება, სხვადასხვა რევოლუციური სცენარებია. მეათე შემოდგომას გვიანონსებდნენ ძალიან ცხელს, მაგრამ კარგი მზიანი და გრილი შემოდგომა მიდის. მთელი 10 წელი გაატარეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში, მეორე მხრივ ვხედავთ პარტიაში რაც ხდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.