გიორგი ამილახვარი: ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე

გიორგი ამილახვარი: ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე

ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ პროცესებმა, რაც ახლა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, კერძოდ, მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და მათ რეალურ დამფინანსებელ დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირებამ ნათლად აჩვენა, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში ნამდვილად გამოწვევაა.

„ერთის მხრივ, ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს მოჰპარა ფული, გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“. აქვს თავისი ტელევიზია, აფინანსებს ამ ტელევიზიას და თავისივე დაფინანსებული ხალხით აუმხედრდა ნიკა მელიას, რომელსაც თავის მხრივ რა პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსული აქვს... ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილი იძახის, რომ მას აღარ უნდა ქართულ პოლიტიკაში ყოფნა, უნდა დისტანცირდეს და მეორეს მხრივ, მისი მიმდევრები პირდაპირ თავს ესხმიან ნიკა მელიას“, - აღნიშნა ამილახვარმა.