კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემოიტანონ გარკვეული დისონანსი და პროვოკაციის მცდელობები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თორნიკე ბაკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
კითხვაზე, იყო თუ არა პარტიის ოფისში ფიზიკური დაპირისპირება, მან მომხდარი ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათ პროვოკაცია მალევე აღკვეთეს.
„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემოიტანონ გარკვეული დისონანსი და პროვოკაციის მცდელობები. ძალიან ვწუხვარ!
პარტიაში მომხდარი პროვოკაცია აღკვეთეს და ის ადამიანები მალევე გაიყვანეს პარტიის ოფისიდან, როგორც ეს არის აღნიშნული პარტიის საჯარო განცხადებაში“, - განაცხადა ბაკაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა. ამის შესახებ პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ღიად საუბრობენ. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. ორად გაყოფილი პარტიიდან ნაწილი თავმჯდომარეს უპირისპირდება მეორე კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.