ამერიკულ ფეხბურთში აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალის დროს გამართული შოუს ჰედლაინეი რიანა იქნება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბარბადოსელი მომღერალი „თაობის ტალანტია“. NFL-ის შესვენების დროს გამართული შოუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა მუსიკალურ ინდუსტრიაში. 14-წუთიან კონცერტს 120 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
შოუ თებერვალში, არიზონაში გაიმართება.
წელს Super Bowl-ზე ცნობილმა რეპერებმა Dr Dre-მ, Snoop Dogg-მა, Eminem-მა, მერი ჯეი ბლაიჯმა და კენდრიკ ლამარმა იმღერეს.