ლევან იოსელიანი: ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირში, პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ

ლევან იოსელიანი: ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირში, პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც არ ერთვებიან ამ პროცესში, აზიანებენ იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩემი აზრი ან ვინმეს ახირება კი არა, ეს არის ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა, თხოვნა და და რეკომენდაცია. ისინი გვიმეორებენ, რომ მთავარია ეს შეთანხმება იყოს ინკლუზიური და მასში ყველა მონაწილეობდეს და როდესაც ამ პროცესს შეგნებულად გაურბიხარ და ალტერნატიულ რაღაცებს იწყებ, ეს აზიანებს მთლიანობაში ამ ფორმატს. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირში, პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

Aburjga Tasmanieli ეს დეპუტატები მგონი მოჯადოებული არიან! საერთოდ რეალობას ასე როგორ უნდა ასცდე ვერ გამიგია?! რატომ მიილტვით იქეთ სადაც კაცი ქორწინდება კაცზე, ქალი ქორწინდება ქალზე და თანაც ითხოვენ ეკლესიაში ჯვრისწერის უფლებას, სადაც 50-60 წლის ასაკის მათი გენერლები და ადმირალები საკუთარ სქესში ვერ გარკვეულან, ჰორმონებს ღებულობენ, რომ ქალად გადაიქცნენ, ... და ა.შ. ასეთისგან რა უნდა გაგიკვირდეს?! მათი დედის რძე ტყუილი და მანიპულიაციაა! ეს არის მთელი აშშ და ბრიტანეთი, მაკრონი-ჟან დრიანი, ბაიდენ-ბლინკენი და ელიზაბეთ ტრასტი და ლივერ შოლცი! არ გვღებულობენ, წარა მარა კუთხეში გვაყენებენ, ვისაც არ ეზარება ყველა ყურს გვიწევს და თვალში ნაცარს გვაყრის! მაინც იქეთ რატომ მიიწევთ თქვე ........ ....................ო, რატომ, რისთვის გვითხარით ჩვენც, ხალხი არა ხართ?!
2 წლის უკან