ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით შეერთებულ შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება.
„ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას. განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. ეს არის მაგალითი, როდესაც გაერთიანებას არ აქვს სუვერენიტეტი, როდესაც სხვისი კარნახით იმართება, გაერთიანებას არ აქვს საკუთარი ეკონომიკური და სოციალური სიმტკიცე. ვხედავთ როგორი მოწყვლადი შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის ზეწოლებისგან და შეთანხმებებისგან“, - აღნიშნა ლაშხმა.
ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.