ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ყოველდღიურობას

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ყოველდღიურობას

ოპოზიციის შეფასება „ქართული ოცნებისა“ და პრემიერ-მინისტრის მიმართ დადებითი არასდროს არ იქნება. ოპოზიციონერებს რომ ჰკითხოთ ამ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ერთ დადებით მაგალითს ვერ მოგიყვანენ, რომ რამე პოზიტიური მოხდა. ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, ოპოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ყოველდღიურობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არავინ არ ამბობს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის.

„საკმაოდ ბევრი პრობლემა დახვდა „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს. იყო გამოწვევებიც, მაგრამ ყოველ ჯერზე იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში ეფუძნებოდა და მომავალშიც ასე იქნება, ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს. დღეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არსებული გამოწვევები, რომელიც დაგვიტოვა პანდემიამ, რასაც სჭირდება სახელმწიფოს ყურადღება, ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს კონკრეტული პოზიცია და პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ყველაზე მოწყვლად ფენაზეა ორიენტირებული, რომ მათ შეუქმნას სამუშაო ადგილები. ეს ქმნის ახალ სიძლიერეებს. ვხედავთ, რომ საქართველოს როლი, როგორც სატრანსპორტო კორიდორის როლი კიდევ უფრო მეტად იზრდება ამ ქვეყანაში, რადგან ყველამ კარგად დაინახა, საქართველო მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ ეს არის უსაფრთხო, სტაბილური და პროგნოზირებადი ტერიტორია, პროგნოზირებადი გზა ევროპისკენ. ეს არის ის, რითაც ინტერესდებიან. ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ რამდენი შეხვედრა აქვს პრემიერს არა მარტო ქვეყნის გარეთ, ასევე რამდენი დელეგაცია ეწვია საქართველოს, სადაც საუბარია იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს გამოყენებული საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობები და ამაში საქართველო“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.