პრემიერმა სრულყოფილი პასუხი გასცა ყველა იმ საჭირბოროტო კითხვას, რაც ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. მან ისაუბრა, როგორც ქვეყნის მიღწევებზე, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მან გაეროში პრემიერის გამოსვლა შეაფასა.
„ყოვლისმომცველი და სრულყოფილი პასუხი გასცა ყველა იმ საჭირბოროტო კითხვას, რაც ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. მან ისაუბრა, როგორც ქვეყნის მიღწევებზე, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, ასევე იმ გამოწვევებზე, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ეს იყო გამორჩეულად შთამბეჭდავი გამოსვლა და შესაბამისი გამოხმაურება ამ გამოსვლას მოჰყვა და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.