„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, გაეროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში არავითარი იდეა და ქვეყნის საჭიროებაზე საუბარი არ ყოფილა.
„იყო რაღაც სტანდარტული სიტყვები, რომელიღაც ინდექსში მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართო. რა დროს რაღაც „ჭ“ კლასის ინდექსებია? საგარეო კოსტუმი მოირგო. ევროკავშირში გაწევრიანება გვინდაო, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულებას რომ არ აპირებენ, ამას ვნახავთ დეკემბერში. არავითარი იდეა და ქვეყნის საჭიროებაზე საუბარი ღარიბაშვილის გამოსვლაში ვერ მოვისმინეთ“, - აცხადებს გოცირიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.