სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა

სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მივიდა, დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ კი, მისი გამოსვლისთვის დადგენილ დროს და სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზი დატოვა. მან რუსეთის მისამართით არსებული დასავლეთის ბრალდებები უარყო და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის მთავრობის დასჯისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ გვაქვს გაეროს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობა. უკვე თვეებია ველოდებით, რომ ეს ინსტიტუტი ზომებს მიიღებდა უკრაინის უკანონო ქმედებების მიმართ. ეს ქმედებები ადასტურებს, რომ სპეცოპერაცია უკრაინაში გარდაუვალი და აუცილებელი იყო. ასეთი სისასტიკე შესაძლებელი გახდა და დაუსჯელი რჩება იმის გამო, აშშ და მისი მოკავშირეები საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულს 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ლავროვმა.