პრემიერ-მინისტრმა ზუსტი შეფასებები გააკეთა. ჩვენი დასავლური კურსის საფუძველი, წინაპირობა და აუცილებლობა იყო გამოკვეთილი ამ გამოსვლაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„ამას გარდა, საგანგებო მნიშვნელობის თემებია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მსოფლიოს ინტერესი, შეინარჩუნოს საქართველოში სტაბილურობა და უსაფრთხოება, რამეთუ ეს ერთადერთი ალტერნატიული სატრანზიტო დერეფანია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ერთის მხრივ საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო რეგიონს უკრაინაში შეჭრის გამო, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს უპირისპირდება. ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა, ის საკვანძო საკითხები რაზეც მან ისაუბრა საყურადღებოა არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, პოლიტიკური სივრცისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.