ვფიქრობ, იყო აბსოლუტურად ცხადი და მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, სად არის საქართველო და საით მიემართება მისი სამომავლო განვითარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მან გაეროში პრემიერის გამოსვლა შეაფასა.
„ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და მართლაც დასაფასებელი გამოსვლა. იყო ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი, რაც პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. პირველი, ეს არის ქვეყნის განვითარების საგარეო ორიენტირები, ტრაექტორია, რომლითაც მოძრაობს ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, იყო აბსოლუტურად ცხადი და მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, სად არის საქართველო და საით მიემართება მისი სამომავლო განვითარება. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული სახელმწიფოს, ღირსეული პირველი პირის გამოსვლა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.