ირაკლი ბათიაშვილი: გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ძალიან დამაჯერებელი, მკაფიოდ იყო ფორმულირებული საქართველოს პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები

ირაკლი ბათიაშვილი: გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ძალიან დამაჯერებელი, მკაფიოდ იყო ფორმულირებული საქართველოს პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები

გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ძალიან დამაჯერებელი, - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გაეროში პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მკაფიოდ იყო ფორმულირებული ძირითადი ორიენტირები საქართველოს პოლიტიკის.

„მკაფიოდ იყო ფორმულირებული ძირითადი ორიენტირები საქართველოს პოლიტიკის, ჩვენი დასავლური ორიენტაცია. რომ დასავლურ სამყაროში ინტეგრირება არის ჩვენი ძირითადი ორიენტაცია და ამავე დროს მშვიდობის შენარჩუნება. ეს იყოს კარგად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ჩვენ ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ ამით.

იმ ტექსტზე, რითაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, შესადავებელი ვერანაირ ოპონენტს ვერ ექნება, რადგან იქ ყველაფერი მკაფიოდაა ფორმულირებული. ქვეყნის ორიენტაციას არ ეწინააღმდეგება ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე. გაგრძელდება ეს საუბრები გაუთავებლად, რომ ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს, თუმცა რაში გამოიხატება ეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.