თეა წულუკიანი სამადაშვილის: გინდ „ლელოში“ წადი, გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“ - ზონდერ მინისტრი ხარო, კი ბატონო, ვარ, მერე?

თეა წულუკიანი სამადაშვილის: გინდ „ლელოში“ წადი, გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“ - ზონდერ მინისტრი ხარო, კი ბატონო, ვარ, მერე?

თქვენ იყავით ვინც ამბობდა ეს ქალი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, ის იურისტი არ არისო. ამიტომ ჩამოყალიბდით, ვინ ვარ მე - ზონდერი, იურისტი, თუ ვინ - თქვენ იყავით არაკომპეტენტური ელჩი და ახლა ხართ არაკომპეტენტური ყოფილი „ნაციონალი“, - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს.

წულუკიანის ინფორმაციით, ბრიუსელში ელჩად ყოფნის დროს ედმუნდ კალანდაძის ნამუშევარი, რომელიც სალომე სამადაშვილს ებარა, ყალბი ფერწერული ტილოთი იყო ჩანაცვლებული.

მისივე თქმით, სამადაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ნულის ტოლფასია და - „გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“.

„ქალბატონი სალომე იყო ბრიუსელში, ევროკავშირის მისიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი. როდესაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იგრძნეს სიო, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში. ქურდს ქუდი ეწვის პრინციპით. ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ამ ნახატს არც ნომერი აქვს და არც ავტორი აწერიაო, მაგრამ არავითარი რეაგირება ამაზე, როგორც ელჩს არ ჰქონია. კივილი არის ადვილი, მაგრამ პასუხისგება ყველას მოუწევს თავის წარსულ საქმიანობაზე როგორც მე, ისე მას. ეს წერილი რომ გამოვაქვეყნოთ ვნახავთ, რომ მან სახელმწიფო ენა კარგად არ იცის, თითქმის ყველა სიტყვაში აქვს შეცდომა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ ზონდერი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ კადრს გავათავისუფლებდი. ნული არის შედეგი მისი პოლიტიკური საქმიანობის. ვერსად ვერ წახვალ, გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“. თქვენ იყავით ვინც ამბობდა ეს ქალი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, ის იურისტი არ არისო, ამიტომ ჩამოყალიბდით ვინ ვარ მე - ზონდერი, იურისტი, თუ ვინ, მაგრამ თქვენ იყავით არაკომპეტენტური ელჩი და ახლა ხართ არაკომპეტენტური ყოფილი „ნაციონალი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძესაც მიმართა და სამადაშვილის მიერ გამოყენებულ ტერმინს „ზონდერ მინისტრს“ გაუსვა ხაზი.

„ზონდერ მინისტრი ხარო, მითხრა სალომე სამადაშვილმა. ამაზე რა უნდა ვუპასუხო ქალბატონო ხატია? მაგრამ თქვენ ერთად აღარ ხართ, აღარ არიან ერთად ესენი. ეს ის ამბავია, ქალბატონი სალომე რომ ამბობდა „ნაცები“ საწყლები არიან, ვერ აჯობეს ოცნებასო და შეუერთდა „ლელოს“. მართალია, თქვენ ერთად არ ხართ, მაგრამ ერთად რომ იყავით მაშინ რა ხეირი იყო, ეს ვერ გავიგე პოლიტიკურად. ზონდერ მინისტრი ხარო, კი ბატონო ვარ, მერე რა? ვერ ვხვდები ამ შეურაცხყოფის მიზანს გარდა იმისა, რომ გამომიწვიონ საპასუხო შეურაცხყოფაში, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

amo ჭირი მე შენი. არ ვარ ტროლი, არა!
6 დღის უკან