ჩინეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს ქრთამის აღებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს ქრთამის აღებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ფუ ჟენხუას ქრთამის აღებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჟენხუა ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას, რათა აეღო ქრთამი, მფარველობდა ცალკეულ პირებს ბიზნესის წარმოებაში, მალავდა თავისი ძმის მძიმე დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ჯამში ჟენხუამ ქრთამის სახით 117 მილიონი იუანი (16,5 მილიონი დოლარი) აიღო.

მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და სახელმწიფოს ქრთამის სახით აღებული ფული დაუბრუნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასიკვდილო განაჩენის აღსრულება 2 წლით გადაიდება, ორი წლის შემდეგ კი სასიკვდილო განაჩენი შესაძლოა სამუდამო პატიმრობით შეიცვალოს.

2013-2018 წლებში ფუ ჟენხუა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, 2018-2020 წლებში კი იუსტიციის მინისტრი იყო.