რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, 17:03 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებული იყო ტომსკში (35), კრასნოიარსკში (13) და ირკუტსკში (7).
დაკავებები იყო ეკატერინბურგშიც. მედიის ცნობით, აქცია ამ დროისთვის იწყება ჩელიაბინსკში, სადაც ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.