ბაიდენი: გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა

ბაიდენი: გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული მუქარა განახორციელა და დაუფიქრებლად უგულებელყო [ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობის რეჟიმი. ახლა რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს რთავს ბრძოლაში, ხოლო კრემლი ფიქტიურ რეფერენდუმს აწყობს უკრაინის ნაწილების ანექსიის მიზნით, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„უკრაინას იგივე უფლებები აქვს, რაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვიქნებით. წერტილი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Aburjga Tasmanieli ბებერო ჯო ერთი ეს გვითხარი რამდენ წელს ითვლის ამ სუვერენული სახელმწიფოს ისტორია?! რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა ერთი სახელმწიფო იყო და იქნება! შენ კიდევ 200 წლიანი ოკუპაციის შემდეგ ტეხასი დაუბრუნე მექსიკას!
2 წლის უკან