„რეალში“ წმენდა დაიწყო

„რეალში“ წმენდა დაიწყო

რამდენიმე დღის წინ მადრიდის „რეალი“ იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა.

„კარლიტოს“ საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია გააჩნია და „სამეფო გუნდში“ ახალი სათამაშო სტილის დანერგვას შეეცდება.

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „AS” იმ მოთამაშეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც უახლოეს დღეებში „რეალს“ დატოვებენ.

მომავალი სეზონიდან ახალ გუნდებში ანხელ დი მარიას, კაკას, ფაბიუ კოენტრაოს, გონსალო იგუაინსა და ხოსე კალეხონს ვიხილავთ.

მათ ადგილებს კლუბში სავარაუდოდ გარეთ ბეილი, ლუის სუარესი და ილკან გიუნდოგანი დაიკავებენ.