ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე 28 წლის კაცმა დედოფლის კუბოს გახსნა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 28 წლის მუჰამად ხანი ვესტმინსტერის კათედრალში იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებიც დედოფალს უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, როცა მან მოულოდნელად ელისაბედ მეორის კუბოსთან მიახლოება და მისი გახსნა სცადა.
მამაკაცის განცხადებით, მას სურდა, საკუთარი თვალით ენახა, ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა დედოფალი. წესრიგის დარღვევისთვის მუჰამად ხანი პოლიციამ დააკავა.