შარლ მიშელი: ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი და აგრესიის მხოლოდ ერთი მსხვერპლი - უკრაინა

შარლ მიშელი: ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი და აგრესიის მხოლოდ ერთი მსხვერპლი - უკრაინა

ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი და აგრესიის მხოლოდ ერთი მსხვერპლი - უკრაინა, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

„კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი და აგრესიის მხოლოდ ერთი მსხვერპლი - უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.