რუსეთის თავდაცვის მინისტრი: ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი: ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს აქვს დიდი სამობილიზაციო რესურსი. ხოლო ნაწილობრივი მობილიზაცია სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე მეტს შეეხება და ეს იქნებიან პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გამოცდილება აქვს.

„გვაქვს ძალიან დიდი სამობილიზაციო რესურსი. ეს არიან პირები, რომლებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა - მათი რიცხვი დაახლოებით 25 მილიონია. ნაწილობრივი მობილიზაცია 1%-ზე ცოტათი მეტს შეეხება. პირველ რიგში ეს საჭიროა 1000-კილომეტრიანი შეხების ხაზისა და გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლისთვის“, - აცხადებს შოიგუ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო.