60 წლის ფრანგი „ადამიანი ობობა“ ცათამბჯენზე დაზღვევის გარეშე ავიდა

60 წლის ფრანგი „ადამიანი ობობა“ ცათამბჯენზე დაზღვევის გარეშე ავიდა

ფრანგი „ადამიანი ობობა“ - ასე მოიხსენიებს BBC 60 წლის ალენ რობერს, რომელიც Tour TotalEnergies-ის 48-სართულიან ცათამბჯენზე უსაფრთხოების თოკებისა და სხვა აღჭურვილობის გარეშე ავიდა.

„მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ 60 წელი არაფერია. თქვენ მაინც შეგიძლიათ სპორტით დაკავდეთ, იყოთ აქტიურები და აკეთოთ განსაცვიფრებელი საქმეები“, - ამბობს რობერი.

ცათამბჯენზე ასვლის შემდეგ, კაცი დააკავეს. შესაბამისი უწყებების წინასწარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე ცოცვის გამო, ის აქამდეც არაერთხელ დაუკავებიათ.