უგანდაში ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა

უგანდაში ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა

უგანდაში ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ებოლას ვირუსი მუბენდეს რაიონში, სოფელ ნგაბანოში 24 წლის კაცს დაუდასტურდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მანამდე უგანდაში ებოლას 4 აფეთქება იყო დაფიქსირებული: 2000, 2014, 2017 და 2018 წლებში. ყველაზე მსხვილი აფეთქება 2000 წელს მოხდა, როდესაც ვირუსის 425 შემთხვევა დაფიქსირდა, 224 ადამიანი კი გარდაიცვალა.