იაპონიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „ნანმადოლმა“ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ამის შესახებ BBC წერს.
9 მილიონ ადამიანს ევაკუაცია უბრძანეს, რის გამოც ათობით ათასმა ადამიანმა ღამე თავშესაფრებში გაატარა. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 მსხვერპლის შესახებ.
როგორც მოსალოდნელია, სტიქია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს დაატყდება თავს.