ვოლოდიმირ ზელენსკი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენი სახელმწიფოდან მნიშვნელოვანი სიგნალები იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენი სახელმწიფოდან მნიშვნელოვანი სიგნალები იქნება

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება - ჩვენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისთვის ვემზადებით. ჩვენი სახელმწიფოდან მნიშვნელოვანი სიგნალები იქნება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასევე, მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.

„ეს არის გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ელემენტი და უკრაინას ამ საკითხზე სათქმელი აქვს. ასევე გაიმართება ონლაინშეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის საჭიროებები დაკმაყოფილდეს ყველა დონეზე: თავდაცვის, ფინანსების, ეკონომიკის, დიპლომატიის მიმართულებით“, - აცხადებს ზელენსკი.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზელენსკი სიტყვით დღეს გამოვა.