ერდოღანი: ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება

ერდოღანი: ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება

ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა რუსეთს უფლება შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინას წაართვა მას შემდეგ, რაც თებერვალში შეიჭრა და უნდა იყოს თუ არა ეს კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

არა და უდავოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ტერიტორიის დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია. პუტინმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ის მიწები, სადაც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება.