ამ დღეებში აშშ-ში ჩვენებური „ნიჭიერის“ იქაური ანალოგი „America’s Got Talent – 2013“ ტარდება.
რამდენიმე დღის წინ საკონკურსო სცენაზე ექვსი წლის პატარა გოგონა ეირილინი გამოვიდა და სულ რაღაც ხუთ წუთში, ამერიკის დღის გმირის სახელი მოიხვეჭა.
დარბაზში მყოფ საზოგადოებასა, აგრეთვე ჟიურის, ეირილინმა მისი ასაკისთვის შეუფერებელი კომპოზიცია წარუდგინა. პატარა გოგონამ „მეტალ როკს“ მიკუთვნებული სიმღერა „Zombie Skin” შეასრულა.
კომპოზიციამ დარბაზში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ჰოვარდ სტერნმა და ექს - „Spice Girls“-მა Mel B-იმ პაწიას წითელი ფერი აუნთეს. რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ჰაიდი კლუმს, მას მცირეწლოვანი როკმენის გამოსვლა ძალიან მოეწონა. (პატარა ეირილინის სენსაციური გამოსვლა ქვემოთ იხილეთ).