გერმანული მას-მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და მიუნჰენის „ბაიერნის“ 30 წლის ნახევარცველმა ფრანკ რიბერიმ ამჟამინდელ გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება გააგრძელა.
რიბერი პეპ გვარდიოლას კლუბში 2017 წლის ივნისამდე იასპარეზებს.
„მიუნჰენში თავს ბედნიერად ვგრძნობ. „ბაიერნი“ ევროპის უძლიერეს გუნდად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ რომ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ წინა სეზონში მიღწეულ წარმატებებს კიდევ არაერთხელ გავიმეორებთ. მე და ჩემს ოჯახს გერმანიაში ცხოვრება ძალიან მომწონს. მოხარული გახლავართ კლუბმა ნდობა რომ გამომიცხადა და ხელშეკრულება რამდენიმე წლით გამიგრძელა.“ - განაცხადა ფრანკ რიბერიმ.
გასულ საფეხბურთო წელს ნახევარმცველმა „ბაიერნის“ მაისური 43 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და საკუთარ აქტივში 11 გოლი მიითვალა.