დიდი ბრიტანეთის დედოფლისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად დევიდ ბექჰემმა რიგში 12 საათი გაატარა

დიდი ბრიტანეთის დედოფლისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად დევიდ ბექჰემმა რიგში 12 საათი გაატარა

ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ელისაბედ II-ისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად რიგში 12 საათი გაატარა. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბექჰემმა ყველაზე სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ ღირსშესანიშნავ მომენტად მისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის გადაცემა დაასახელა. „ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ისეთი მომენტი იყო, როდესაც მე დედოფლის გვერდით ვიყავი“, - განაცხადა ბექჰემმა.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.