ტაივანში, მიწისძვრის გამო, შენობები დაინგრა, არის მსხვერპლი

ტაივანში, მიწისძვრის გამო, შენობები დაინგრა, არის მსხვერპლი

ტაივანში, სადაც 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 146, - ამის შესახებ BBC წერს.

ბოლო სამ დღეში მომხდარ რამდენიმე ძლიერ ბიძგს დღეს დილით კიდევ ერთი, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრაც მოჰყვა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაიდუნის დასახლებაში იყო.

ქალაქ იულიში მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთი 5 წლის ბავშვია.