მამა თეიმურაზის სახლიდან მძრცველმა 1 კილოგრამი ოქრო, ბრილიანტები და 36 000 დოლარი წაიღო

მამა თეიმურაზის სახლიდან მძრცველმა 1 კილოგრამი ოქრო, ბრილიანტები და 36 000 დოლარი წაიღო

მამა თეიმურაზის სახლი გაძარცვეს. მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის „თუმნიანი“ მონეტები, ოქროს საათები, ბრილიანტის ბეჭდები და  36 000 დოლარი წაიღო.

დეკანოზი ამბობს, რომ თანხას თვეების განმავლობაში ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.

„36 000 დოლარი იყო წაღებული, მანქანა უნდა გვეყიდა რაჭისთვის“ , - ამბობს „ტვ პირველთან“ საუბრისას მამა თეიმურაზე.

სასულიერო პირის სახლის ძარცვის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა.