ამ დეპუტატების პოზიციები, როდესაც ისინი კონკრეტულ შეკითხვას სვამენ, ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანებს ერთადერთი ინტერესი რაც აქვთ - ეს არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ „ხალხის ძალაზე “ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარი პარტნიორია აშშ, ევროპული სტრუქტურები, ევროკავშირი. ჩვენ მადლიერი ვართ იმ მტკიცე მხარდაჭერის აშში-ს მხრიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს.
ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, არაერთი დისკუსია, მათ შორის კრიტიკული მსჯელობა კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ კონკრეტულ ფორმატებში დახურულ კარს მიღმა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.