ყირგიზეთში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთთან სასაზღვრო კონფლიქტის გამწვავებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ყირგიზეთში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთთან სასაზღვრო კონფლიქტის გამწვავებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყირგიზეთის 24 მოქალაქე დაიღუპა, 103 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყირგიზეთის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ქამჩიბეკ ტაშიევი აცხადებს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა სამხედროები არიან, თუმცა მათ შორისაა 15 წლის გოგოც, ხოლო დაშავებულთა შორის სულ მცირე 6 ბავშვია.

ტაჯიკეთს კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია.

შეტაკებები ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე 14 სექტემბერს დაიწყო. 16 სექტემბერს ყირგიზეთში განაცხადეს, რომ ბრძოლები მთელი საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს. მხარეები რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა შეთანხმება ირღვეოდა. ყირგიზეთმა შეტაკებების ზონიდან 136 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.