დავით სერგეენკო ოპოზიციაზე: ვნახოთ, რა შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენენ - პარლამენტი არის იმის გარანტი, რომ ამ არგუმენტებზე ღია და გამჭვირვალე მსჯელობა იყოს

დავით სერგეენკო ოპოზიციაზე: ვნახოთ, რა შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენენ - პარლამენტი არის იმის გარანტი, რომ ამ არგუმენტებზე ღია და გამჭვირვალე მსჯელობა იყოს

რატომ აირჩია ოპოზიციამ ის, რომ არსებული სამუშაო ჯგუფების გვერდის ავლით აკეთებს ამას, მე არ ვიცი. ვნახოთ, რა შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას.

„პარლამენტი არის იმის გარანტია, რომ ამ არგუმენტებზე ღია და გამჭვირვალე მსჯელობა იყოს“, - აღნიშნავს სერგეენკო.

ოპოზიციამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მომზადებული კანონპროექტები, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.