ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
კვლევის თანახმად, მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, ბოლო კვლევით, 34 პროცენტი ეთანხმება, 59 პროცენტი არ ეთანხმება და 7 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.
ამასთან, მოსაზრებას, რომ „პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, 23 პროცენტი ეთანხმება, 67 პროცენტი არ ეთანხმება, 9 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის, ერთი პროცენტი კი, უარს ამბობს პასუხზე.
ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.