რომის პაპი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია

რომის პაპი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია. ინფორმაციას ამოს შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რომის პაპმა ასევე მოუწოდა უკრაინას, ღია იყოს შესაძლო დიალოგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს უკრაინული მხარისთვის.

„ეს [იარაღის მიწოდება] პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ ეს მიღებულია მორალის პირობებში. თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი ქმედება, არამედ სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაცაა. ვინც თავს არ იცავს, ვინც რაღაცას არ იცავს, მას არ უყვარს. ვინც რაღაცას იცავს, მას უყვარს. [იარაღის მიწოდება] შეიძლება იყოს ამორალური, თუ განზრახვა უფრო მეტი ომის პროვოცირებაა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

„ყოველთვის რთულია დიალოგის გაგება იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ომი დაიწყეს. რთულია, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს“, - განაცხადა მან.