აშშ-მა კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ოჯახს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს.

ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს კიდევ 44 ფიზიკური და 32 იურიდიული პირი, მათ შორის, ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, მაქსიმ ორეშკინი.