ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. შეტაკება მოხდა ისფარინის რაიონში. ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი ტაჯიკი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა.

11 დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ იტყობინება ყირგიზული მხარეც. ცეცხლის გახსნაში ბიშკეკი და დუშანბე ერთმანეთს ადანაშაულებენ.