ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ზელენსკის პრესსპიკერი იტყობინება. სერგეი ნიკიფიროვის ინფორმაციით, შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა.

პრეზიდენტის ავტომობილს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ექიმებმა ზელენსკი უკვე გასინჯეს და მისი სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

მომხდარის დეტალებს სამართალდამცველები არკვევენ.