ოლაფ შოლცი: პუტინს კვლავ სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო

ოლაფ შოლცი: პუტინს კვლავ სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კვლავ სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ შოლცმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, სადაც პუტინთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დეტალებზე ილაპარაკა.

„სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გაიზარდა იმის შეგრძნება, რომ ამ ომის დაწყება შეცდომა იყო. ვერ დავინახე იმის ნიშნები, რომ იქ შეხედულებები შეიცვალა“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, მან მოუწოდა პუტინს, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, პატივის სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და განაახლოს მოლაპარაკებები კიევთან.