ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელი განცხადება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ღრმად გააზრებული და იმ რეალობიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადება, რაც ამ მწვავე ომმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.
„ამან კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ჩამოთვლილი ქვეყნების მიმართულებით. მსოფლიოში პარალელური პროცესების ვითარდება. ხვალ, ზეგ იქნება ე.წ. შანხაის ხელშეკრულების ქვეყნების შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიმძიმის ცენტრად ყალიბდება, რაც პერსპექტივაში კონკურენციას აჩენს. აქედან გამომდინარე ევროკავშირის ეს ახალი შემართება არის მისასალმებელი. მათ დაინახეს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, არ იყო ბოლომდე პროდუქტიული, ამიტომ ფაქტობრივად, დღეს ის გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, ნიველირებულია. აქ საუბარია ჩვენი ქვეყნების მნიშვნელოვან ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, ეს გზა ჩვენ გასავლელი გვაქვს, მაგრამ თუ აქამდე ტემპი იყო უფრო დაბალი და დროში გაწელილი, ისინი ამას ძალიან შორეულ პერსპექტივად აღიქვამდნენ, დღეს მათ დაინახეს, რომ გარკვეულწილად დრო გაუშვეს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.