ნაჩო სანჩეს ამორი: ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა

ნაჩო სანჩეს ამორი: ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა

ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

„ხანდახან ჩვენ საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას ვაფასებდით, როგორც მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უამრავი წვრილმანი დავის გამო ყურადღების გამფანტველად. ის, რასაც ვურჩევდით ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, ერთად დასხდომა და იმ დღის წესრიგზე საუბარია, რომელიც ევროპული მისწრაფების ვალდებულებებს ეხება. ეს რეკომენდაცია ეხება როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას.

რასაც ველოდებით საქართველოსგან, როგორც ქვეყნისგან და საზოგადოებისგან, პოლარიზაციის გადალახვის უნარია, რადგან ის ნებისმიერი ტიპის პროგრესისთვის შემაფერხებელია“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გარეშე ევროკავშირი არასრულფასოვანია.