მამუკა მდინარაძე: მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ

მამუკა მდინარაძე: მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ

„ხალხის ძალის“ წევრების პათოსისგან დამოუკიდებლად შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის - შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს, რომ ეს უკრაინას დაეხმარება - მაგრამ საქართველოს რა დაემართება ამ შემთხვევაში, ამაზე ეს ხალხი არ ფიქრობს. გასაგებია, რომ გარეთ ვიღაცები არ ფიქრობენ ამაზე, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური ძალები რომ არ ემიჯნებიან ამას, ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. საქართველოსთვის რა შედეგით დამთავრება ეს, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე? ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რომ ემიჯნება ამ პოზიციას. ამ შემთხვევაში, როდესაც ამას დასაყრდენი არ ექნება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს აიღებს ასეთ მოწოდებებზე. არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს მოწოდებები არის შემაშფოთებელი“, - აცხადებს მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.