ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ექიმებთან ხშირი კონსულტაციებითაა დაკავებული ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს. საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბოტუქსის საშუალებით გაახალგაზრდავებას.
ენისტონმა ეს კოსმეტიკური პროცედურა ერთხელ უკვე გაიარა და დასტაქრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მას მეორედ აღარ მიმართავდა. თურმე, ჯენიფერს არ მოსწონს, როდესაც ბოტუქსის ინექციის დროს სახის კუნთები თითქმის ქვავდება და მასზე არანაირი ემოცია აღარ აისახება. მსახიობი ყველა იმ ქალს, ვისაც სურს რომ კარგად გამოიყურებოდეს ორმოცი წლის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ურჩევს, რომ ყურადღება მიაქციონ სწორად შერჩეულ კვებას.
თავად 44 წლის ენისტონის პირადი ცხოვრება, ცოტა არ იყოს, აწეწილია. ალბათ, ბოტუქსისაგან განდგომას ან სხვა ხელისშემშლელ მიზეზებს უნდა დავაბრალოთ, რომ ექს-მისის პიტი ბოლო თვეების განმავლობაში მეგობარი მამაკაცის გარეშეა.
მართალია ქალბატონი ჯენიფერი 2011 წლის შემოდგომიდან მსახიობ ჯასტინ ტერუს ხვდებოდა და წყვილმა დაქორწინება რამდენჯერმე გადაწყვიტა, მაგრამ ჯასტინი ცვალებადი ხასიათით გამოირჩეოდა და სერიოზული ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ტერუ ენისტონზე ოფიციალურად დაქორწინებას არ აპირებდა და ამერიკული პრესის მტკიცებით, ბრედ პიტის ყოფილი ცოლი მას უკვე ოფიციალურად დაშორდა.