ცოტა ხნის წინ ავსტრალიურ მას-მედიაში ერთი საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა.
ადგილობრივ გაზეთებს ვინმე ფრეიზერ კლოკტონი ესაუბრა და ბრიტანული ჯგუფი „The Beatles”-ის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაიხსენა.
2009 წლის ივლისში, ავსტრალიაში ძველმანების ბაზრობაზე 40 წლის ფრეიზერ კლოკტონმა რაღაც ძველმანებით სავსე ჩემოდანი შეიძინა და დაუთვალიერებლად 35 დოლარი გადაიხადა. ჩემოდანი კი სავსე იყო „The Beatles"-ის იშვიათი ჩანაწერებითა და ფოტოებით.
ექსპერტების აზრით, ეს კოლექცია თავის დროზე შეაგროვა ვინმე მელ ევანსმა, ხმის ინჟინერმა, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად მუშაობდა.
ევანსი 1976 წელს გარდაიცვალა, მისი არქივი კი გაქრა. კლოკტონის მიერ 2009 წელს შეძენილი რარიტეტები ამჟამად საკმაოდ სოლიდურ ფასად იყიდება, სადღაც 35 ათას დოლარად და მეტადაც.