ნებისმიერი კინოფესტივალების მთავარი მომქმედი გმირები მსახიობი მანდილოსნები არიან. მათ ყოველთვის თაყვანისმცემელთა არმია ახლავთ თან, მათს თითოეულ ნაბიჯს კი მრავალი პაპარაცი აკონტროლებს. უნდა ითქვას, რომ მსახიობი დიაცები ცდილობენ რომ მუდმივი თვალთახედვის არეში იმყოფებოდნენ და ამისათვის ხშირად ორიგინალურ ნაბიჯებსაც დგამენ.
1997 წელს მსახიობმა მილა იოვოვიჩმა მთელი კანი გააგიჟა თავისი ზედმეტად შალიფი ჩაცმულობით. თუმცა ის მაინც გაცილებით მოკრძალებული იყო პორნოვარსკვლავ ჩიჩოლინასთან შედარებით, რომელიც 1988 წელს ამავე ფესტივალის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა. ტანსაცმლიდან ქალს მხოლოდ გამჭვირვალე ქვედაბოლო ემოსა, ხელში კი ვარდისფერი პლუშის დათუნია ეკავა.
2005 წელს კანის ფესტივალზე მომუშავე ფოტორეპორტიორებს საჩუქარი სოფი მარსომ გაუკეთა. როდესაც მსახიობი წითელ ხალიჩაზე მიაბიჯებდა, აბრეშუმის კაბის ბრეტელი მხარზე ჩამოუვარდა და მარცხენა მკერდი გაუშიშვლდა. სოფის ამის გამო უხერხულობა სულაც არ განუცდია, ბრეტელი გაისწორა და მხიარულადაც გაიცინა.
მრავალი ცნობილი მსახიობი ხშირად ერთგვარ კურიოზულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა. მაგალითად ცნობილი ამერიკელი მსახიობი კერკ დუგლასი. ეს უკანასკნელი კანის ფესტივალის ხშირი სტუმარი იყო. ერთხელაც ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ზღვაში გასეირნება მოინდომა. ალბათ იგი კინოების მოყვარული ნამდვილად არ იყო, ამიტომაც ვერ ამოიცნო სანაპიროზე უსაქმოდ მოსეირნე კერკ დუგლასი.
ლეგენდარული „სპარტაკი“ დაქირავებულ მეზღვაურად მიიღო და სთხოვა დახმარებოდა წყალში ნავის შეცურებაში. დუგლასს იმ ხანად ალბათ ფინანსური კრიზისის პერიოდი ედგა და წინადადებასაც დიდი სიხარულით დათანხმდა. რასაკვირველია ჯილდოდ უხვი გასამრჯელოც მიიღო. რაოდენ დიდი იყო პოლიტიკოსის განცვიფრება, როდესაც იმავე საღამოს, მისთვის წარდგენილ ჰოლივუდელ მსახიობთა ჯგუფში ნაცნობი მეზღვაური აღმოაჩინა.
1964 წლის კანის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟან-პოლ ბელმონდო იყო. მას უკან დასდევდა თაყვანისმცემელთა დიდი ლაშქარი. ერთმა მათგანმა მსახიობს საფულე მოპარა.