„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მათი პარტია სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში ჩართვას ჯერჯერობით არ აპირებს.
„პროცესში ჩვენ ჩავერთვებით მაშინ, როდესაც დავინახავთ, თუ რამდენად რეალურია, მივიღოთ ისეთივე დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, როგორიც იყო დღემდე. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ არასამთავრობო სექტორს. პროცესში გამოჩნდება, იქნება თუ არა მათი როლი გადამწყვეტი და მართლაც ობიექტური შერჩევის გზით იქნება თუ არა წარმოდგენილი იმ შვიდეულში ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან პოლიტიკური გავლენის ქვეშ“, - აცხადებს გოცირიძე.